ავტორი – დარიო ფო
რეჟისორი – ლაშა შეროზია
მხატვარი – შოთა ბაგალიშვილი
ტექნიკური რეჟისორი – მაია მებონია
ქორეოგრაფი – ირინა კუპრავა
მონაწილეობენ – ნინო პაჭკორია, დავით როინიშვილი – (ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი) თამარ აბშილავა, სანდრო გუჯაბიძე, რამინ კილასონია, ალიკა ცეკვაშვილი.
გამორჩეული იტალიელი მწერლის, დარიო ფოს სოციალურ-პოლიტიკური კომედია, მთელი მისი აბსურდულობით, კომიზმით და ყოფიერებით გამოხატავს რიგითი, მშრომელი ადამიანების ჯანყს არსებული სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ. ოჯახის დიასახლისები სპონტანურად უერთდებიან დემონსტრაციას ადგილობრივ სუპერმარკეტში ფასების ზრდის წინააღმდეგ. თუმცა მათ ქმედებას გაუთვალისწინებელი სიურპრიზები მოსდევს, რადგან ორივე მათგანი ცდილობს გაუმკლავდეს საკუთარი ქმედებების შედეგებს – ქმრებს არ უთხრეს, რას აკეთებდნენ. დიდი აყალ-მაყაკლი და აურზაური ერთ პატარა ბინაში. პროდუქტებზე ფასების მატების გამო ანტონიამ სუპერმაკეტი გაძარცვა. მის მეზობლად მცხოვრები მარგარეტა სურსათის სახლში მამულად შეტანაში ეხმარება. გამოგონილი ფეხმძიმობა მათ დიდ გაუგებრობაში გახვევს, რადგან ანტონიას მეუღლე – ჯოვანი ტელევიზიის დიდი გავლენის ქვეშ არის და სამოქალაქო პასუხისმგებლობას მიიჩნევს ყველაზე მაღალ ფასეულობად. ქალაქის პოლიცია კი მძარცველებს ეძებს და სწორედ აქ იწყება დიდი აურზაური. როგორ კომიკურ მდგომარეობაში ვარდებიან ადამიანები ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო. შავი იუმორი და კომიკურად სასაცილო მდგომარეობა პერსონაჟებს კიდევ უფრო უმძაფრებს განცდას, ემოციებსა და დამოკიდებულებებს იმ კრიზისზე, რომელიც სოციალურ პრობლემებს მოსდევს თან.