ახლა კი ფარდა!

ავტორი – მიხეილ თუმანიშვილი

რეჟისორი – ელენე მაცხონაშვილი

თოჯინების მხატვარი – ვახტანგ ქორიძე

სცენოგრაფია – ელენე მაცხონაშვილი

მუსიკალური გაფორმება – ელენე მაცხონაშვილი

რეჟისორის თანაშემწე – მაია მებონია

მონაწილეობენ; თამუნა ჭუბაბრია, ანი ანდღულაძე, შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, ნიკა კვარაცხელია, ნიკა კვერღელიძე.

სპექტაკლი ეძღვნება მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. სპექტაკლი ,,ახლა კი ფარდა“ თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზია. მსახიობები და თოჯინები სხვადასხვა ხერხით, თუმცა ერთ ამბავს ყვებიან. ყვებიან მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრებაზე, შემოქმედებასა და გარდაცვალებაზე. სპექტაკლის სათაურისა და გამოყენებული ტექსტის ძირითადი ნაწილიც თავად მიხეილ თუმანიშვილის წიგნებიდან შეირჩა. ,,როდესაც კარდიოგრამას ვუყურებთ და იქ მხოლოდ სწორი ხაზი ჩანს  ყოველგვარი მრუდის გარეშე,  ესე იგი სიცოცხლე აღარ არის. მრუდი ნიშნავს სიცოცხლეს. ასეა თეატრშიც.