ავტორი: ბერტოლდ ბრეხტი
რეჟისორი: რეინჰარდ აუერი
მხატვარი: ჯანო დანელია
რეჟისორის თანაშემწე: მაია მებონია
მონაწილეობენ: ნიარა ჭიჭინაძე, გიორგი სურმავა, სანდრო გუჯაბიძე, თამუნა ჭუბაბრია, ჯანო იზორია, რამინ კილასონია, გუჯა ქარაია, მარტინ ღამბარაშვილი, ნინი გოშაძე, გიორგი ჯანყარაშვილი, ნოდარ ბჟალავა, მაია კულუა, შოთა სასანია, გენადი შონია, თეიმურაზ გოგინავა
თეატრის საერთაშორისო დღეს – 2015 წლის 27 მარტს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში შედგა პრემიერა; ბერტოლუდ ბრეხტი – ,,დედა კურაჟი და მისი შვილები“. ( რეჟისორი რეინჰარდ აუერი ) სპექტაკლი თორმეტ ეპიზოდად არის წარმოდგენილი. წვრილმანებით მოვაჭრე ანა ფირლინგი საკუთარ შვილებთან ერთად სავაჭროდ დადის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ომი მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მშვიდობის ეშინია, რადგან მშვიდობა მის საქმიანობას გაკოტრებით ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ სამივე შვილი ეღუპება, ის მაინც განაგრძობს ვაჭრობას, რადგან ეს არის ის ერთადერთი რამ, რაც მას მარტოობისგან იცავს. ავსტრიელმა რეჟისორმა და ფოთის თეატრალურმა დასმა ბრეხტის სკოლის სტილის დაცვით წარმოადგინეს სპექტაკლი. სპექტაკლში გამოყენებულია ცოცხალი მუსიკა აკომპანიმენტის შესრულებით. მოძრავი სცენა, დახვეწილი დეკორაცია, კოსტუმები და სპეც. ეფექტები ( თოვლი, წვიმა ) განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე.