ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი
რეჟისორი: დავით მღებრიშვილი
სცენოგრაფია: თამარ ოხიკიანი
ქორეოგრაფია: ირინა კუპრავა
მონაწილეობენ: გიორგი სურმავა, ჯანო იზორია, გუჯა ქარაია, ნინო პაჭკორია, გენა შონია, ფატიმა აბრახამია
რეჟისორმა სცენა – ერთი რიგითი და ,,კანონმორჩილი“ პროკურორის კაბინეტი
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პლაკატებით ჩაკეტა, რომლებზეც პარტიული სლოგანები და სხვადასხვა პოლიტიკური
სუბიექტები არიან გამოსახულნი. სწორედ ეს ჩაკეტილი, ტრაფარეტული და აჭრელებული სივრცე ქმნის იმ გაურკვეველ შიშსა და წნეხს, რომელიც სუფევს ,,კანონმორჩილი“ პროკურორის კაბინეტში, სადაც ,,უცოდველობისაგან“
დამძიმებული პროკურორი, მოსამართლე, ჟურნალისტი და მოქალაქე ჩადენილი თუ ჯერ არ ჩადენილი დანაშაულის შეგრძნების გამო შიშსა და
თვითგვემას არიან მიცემულნი, რადგან იქნებ სისტემაში პატრიარქის მკვლელობა არის დაგეგმილი და პროკურორი ,,ბედნიერია“, რომ
სწორედ მის კაბინეტში აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა ქვეყნის უბრალო მოქალაქე. ბნელ ოთახში კატის ძიება მაშინაც კი, როდესაც იგი იქ არ არის, არსებულ გაურკვეველ შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამ სივრცეში, სადაც პროკურორი სქელი ჯაჭვით არის ,,დაბმული“, ხოლო მოსამართლე და
მოქალაქე საკუთარი დანაშაულის შეგრძნების გამო აპათიემდე არიან მისულნი, ერთადერთი გამოსავალი ერთგვარი თვითგვემის გზით
იძულებით კათარზისამდე მისვლაა მთავარი, სადა დამლაგებელს არავინ ალაგებინებს ამ დაბინძურებული აურის მქონე ოთახს, სადაც ბუზსაც
კი უჭირს ყოფნა და ფანჯრის მინას ეხეთქება. სრული კათარზისი ბინძურ სივრცეში მისაღწევი რჩება და ამ მიზანს მოქმედი პირები თავისუფლების ნებაყოფლობით შეზღუდვაში ხედავენ.