ერთი ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი

ავტორი: დარიო ფო

რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე

მხატვარი: მერაბ კვანტალიანი

მუსიკალური გაფორმება: ალექსანდრე ნიკოლაძე

მონაწილეობენ: ჯანო იზორია, გიორგი სურმავა, გიორგი ჯანყარაშვილი, თემურ გოგინავა, რამინ კილასონია, მაია ჩარბოდაშვილი, თამარ ჭუბაბრია.

ბასრი სარკაზმი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ.  გამომძიებლის მანტიაში გადაცმული ერთი შეშლილი, მასხარა  – მატო, რომელიც პოლიციაში სხვადასხვა ადამიანად თავის გასაღებისა და თაღლითობისათვის ხვდება, ერთი ანარქისტის სიკვდილის მიზეზს იძიებს. მას ერთგვარი დეტექტივის როლი აკისრია. დაკითხვის ოთახში ბრალდებულის სკამზე შემთხვევით შეიტყობს ერთი ანარქისტის ამბავს და იმასაც, რომ სულ მალე პოლიციას გამომძიებელი უნდა ეწვიოს, რომელმაც ანარქისტის საქმე უნდა შეისწავლოს. მატო მოირგებს გამომძიებლის მანტიას და ახალ როლს. ის ხომ შეშლილია, რომლის ნამდვილი გატაცებაა სხვა ადამიანის ტყავში ყოფნა. დაკითხვის ოქმების თანახმად, ერთი ანარქისტი, რომელიც რკინიგზაზე მუშაობდა, სიცოცხლის თვითმკვლელობით ასრულებს და დაკითხვის დროს პოლიციის შენობის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოხტება, თუმცა მატო ოსტატურად აღმოაჩენს, რომ პოლიციელების ოქმში ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები იყრის თავს. მატო პოლიციის მთელ სამმართველოს თავდაყირა დააყენებს. მისი სარკაზმი და ოსტატური გარდასახვა დააბნევს სისტემას, რომელსაც პოლიცია განასახიერებს.