ერთხელ საქართველოში

(მუსიკალური სპექტაკლი ერთ მოქმედებად)

ადაპტაციის ავტორი: ნიკოლოზ საბაშვილი

რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი

კოსტიუმების მხატვარი: ბარბარა ასლამაზი

მუსიკალური ხელმძღვანელი: შიო აბრახამია

ქორეოგრაფია: ედიშერ ალექსანდრია, ირინე კუპრავა

თეატრის ბენდის ხელმძღვანელი: კოტე ჯაიანი

მხატვრული განათება: აკო ქარაია

ტექნიკური რეჟისორები: ეკა კულუა

სპეციალური მოწვევით: ლაურა რეხვიაშვილი, ვანო აინტბელიძე, ზურა ანთელავა, ლექსო ჩემია

ფოთის თეატრის მსახიობები: რამაზ იოსელიანი, ნინო პაჭკორია, მარიკა ბუკია, ჯანო იზორია, გია სურმავა, ნინო გოშაძე, თამუნა ჭუბაბრია, გუჯა ქარაია, გენადი შონია, სანდრო გუჯაბიძე, შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი, აკაკი ნადარაია, მარტინ ღამბარაშვილი, ანი ანდღულაძე

თეატრის ბენდი: კოტე ჯაიანი (სოლო გიტარა), მარტინ ღამბარაშვილი (ბას გიტარა), საბა შუბლაძე (დრამი), ნუკრი მატკავა (ტამ-ტამი), ლევან ამბალია (ფლეიტა), მამუკა მატკავა (ფანდური, ვიოლინო).

მონაწილეობენ ქორეოგრაფიული ანსაბლები: ფაზისი და როკვა

სპექტაკლის შესახებ: ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მასშტაბური პროექტი – ,,ერთხელ საქართველოში“ ცნობილი ქართული ხალხური ზეპირ სიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის ,,რწყილი და ჭიანჭველას“ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე და ორიგინალური ვერსიაა;  დიდი ხნის წინ დამეგობრებული რწყილი და ჭიანჭველა ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. ჭიანჭველა ქართული ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობით ეგებება შორეული ქვეყნიდან დაბრუნებულ ძველ მეგობარს, რწყილს. თუმცა ,,ბედის ირონიით“  არაერთგზის  გარდახდენილი ამბავი ხელახლა ცოცხლდება და ჭიანჭველას ისევ სჭირდება მეგობრის დახმარება, მეგობრობა ხომ ,, გზად და ხიდად“  გასდევს ამ უძველეს ამბავს და რწყილიც რას აღარ შვრება, დახმარებისათვის ვის აღარ მიმართავს, მეგობარს ხელახლა რომ დაეხმაროს. რწყილი მოგზაურობს საქართველოს კუთხეებში. არაჩვეულებრივ იუმორისტულ მუსიკალურ სპექტაკლში საქართველოს ყოველი კუთხე ტრადიციული ქართული ცეკვით და სიმღერით არის წარმოდგენილი, რომელიც ორგანულად ერწყმის სპექტაკლს. რწყილი ისევ სთხოვს დახმარებას ღორს, მუხას, ყვავს, კრუხს, ფეტვით სავსე ორმოს, თაგვს, კატასა და ძროხას. თითოეული ეპიზოდი, თითოეული სცენა გაჯერებულია ცოცხალი ქართული იუმორით.  ძალაგამოცლილი რწყილის დიდი მოგზაურობა საბოლოოდ შედეგს ისევ გამოიღებს, თუმცა ფინალში აღმოაჩენს, რომ ეს საქართველოა, სადაც სტუმარს ყოველთვის საუცხოოდ ხვდებიან და ერთხელ საქართველოში მოგზაურობა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სილამაზესთან, კულტურასთან ზიარება იყო. საქართველოში ხომ ნამდვილი მეგობრობა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც სუფთა გული აქვს.

მუსიკალური სპექტაკლი ,,ერთხელ საქართველოში“ ამ უკვდავ ამბავს ქართული ფოლკლორული და თანამედროვე მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის ცოცხალი შესრულებით გადმოგვცემს, სადაც სრულ სინთეზშია, როგორც თეატრალური, ასევე მუსიკალური, თანამედროვე და ტრადიციული ცეკვის ელემენტები.