ზაფხულის ბზიკები ნოემბერშიც გვკბენენ

ავტორი – ივან ვირიპაევი

რეჟისორი – ნინო მაღლაკელიძე

მხატვარი – ნინო მაღლაკელიძე

მუსიკალური გაფორმება – ნინო მაღლაკელიძე

რეჟისორის ასისტენტი – მაია მებონია

მონაწილეობენ – ნინო გოშაძე, გენა შონია, გიორგი სურმავა

ეს არის ამბავი უკომპრომისობის შესახებ. რწმენა იმისა, რომ საათის ისრები უნდა მიდიოდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით და არა პირიქით. ეს არის ამბავი იმაზე, რომ სამყარო ზუსტად ისეა მოწყობილი, როგორც ეს ერთ ადამიანს წარმოუდგენია და არა სხვაგვარად. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ დავის დროს მხოლოდ ერთი ადამიანია მართალი და რომ პიროვნება იძულებულია, ყოველთვის აირჩიოს ორიდან ერთი პოზიცია.  ერთმოქმედებიანი კომედია, სადაც პერსონაჟები გადიან გრძელ და რთულ გზას. ამ გზაზე ისინი შორდებიან და ბოლოს ისევ პოულობენ საკუთარ თავს და სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს ურთიერთობებში გამოსავალს ვერ პოულობენ, ღებულობენ ერთმანეთს ზუსტად ისეთებად, როგორებიც არიან.