
დაიბადა ქ. ბათუმში 1985 წლის 14 თებერვალს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი. ხელოვნების ფაკულტეტის, დრამის კინოსა და ტელევიზიის მსახიობის სპეციალობით.
2014 წლიდან მუშობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში.
ფოთის თეატრში შესრულებული როლები:
- ა.ჩეხოვი „ალუბლის ბაღი“ – დუნიაშა
- ზ.ჭანტურია. გ.ქარაია „იაპონური ზღაპარი“ – ქალი
- უ.შექსპირი „ჰამლეტი“ – ოფელია
- პ.ციკოლია „კალიგულა“ – გოგო, ცოლი
- ბ.ბრეხტი „დედა კურაჟი და მისი შვილები“ – მუნჯი კატრინი
- ა.სულაკაური „სალამურა“ – ბაია
- თუჯენ ჯუნჯერ ოღლუ „ზვავი“ – გოგონა
- ჰ.იბსენი „ხალხის მტერი“ – კატრინი
- ხ.ბოიჩევი „ორკესტრი ტიტანიკი“- ლუბა
- დ. ჯანჯიჩი „ყვითელი დღეები“ – ქალი
- დ.გაბუნია ,, ბეჩავი“–ხმა, დედა, ბიჭი, მეძავი მზია
- დარიო ფო „ერთი ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი“–ჟურნალისტი
- ბ.წერედიანი „ნაცარქექია“ -მელა