მარინა რევია

ავტორი: ალექსანდრე ჩიღვინაძე

რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე

სცენოგრაფია: ანანო დოლიძე

მონაწილეობენ: ენდი ძიძავა, თამარ ჭუბაბრია, ეთერ ალექსიშვილი, ნინი გოშაძე, ირაკლი კვერღელიძე, გიორგი ელიჯარაშვილი.

,,თეატრი – თეატრში“ – რეჟისორის ორიგინალური გადაწყვეტა, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს დაინახოს, როგორ გარდაისახება მსახიობი პერსონაჟად, როგორ ირგებს როლს და როგორ გადმოსცემს ემოციას. ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია მსახიობის ყველა ჟესტის, მიმიკის ახლო კადრით ნახვა, რითაც ორმაგდება განცდა, ფოკუსირებული ხდება დაკვირვება.  დედას თხუტმეტი წელია შვილები არ უნახავს; იჯდა ციხეში და ჩუმად ელოდა შვილებს. ელოდა და იტანდა იმ ტკივილს, რომელიც შვილის დაკარგვით და შვილების გადარჩენის მიზნით შეიძინა. ყველაზე დიდი სასჯელი დედისთვის შვილების გარეშე ცხოვრებაა. და აი, დედა ბრუნდება თხუთმეტი წლის შემდგომ გაუცხოვებულ ოჯახში გაუცხოვებულ შვილებთან. მის გამოჩენას არავინ ელოდა, რადგან მისი არ ყოფნით თითქოს დავიწყებული იყო დიდი ხნის წინ მიღებული ტკივილი. ყველა კედელი ცივი, ყველა ნივთი ცივი… ერთის გარდა… ეს ერთი ინახავს იმას, რისი დავიწყებაც შეუძლებელია. თანამედროვე ოჯახის ცხოვრების ფონზე სოციალურ პრობლემაზე მაღლა დგას ის სულიერი, შინაგანი ტკივილი, რომელსაც უახლოესი ადამიანები აყენებენ ერთმანეთს – ეს გაუცხოვებაა და ასეთ გაუსაძლის ყოფაში შვილებს შორის იშლება სიყვარულის ზღვარი –  ვინ ვისთან ეძებს სითბოს, ვინ ვისთან პოულობს სიყვარულს – აკრძალულს, ტაბუ დადებულს… რადგან გაუცხოვებულ ოჯახის წევრებს ავიწყდებათ ის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთა ძალიან სახიფათოა.