მკვდარი ქალაქები

ტექსტის ავტორი: დავით ხორბალაძე

რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი

მუსიკალური გაფორმება: დავით ხორბალაძე

მონაწილეობენ: ნიარა ჭიჭინაძე, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, გიორგი სურმავა, გენა შონია

მომაჯადოვებელი და გაურღვეველი წრე, რომელშიც მოქალაქეები, პიროვნებები არიან მოქცეულნი და ჩაკეტილნი. ეს გაურღვეველი წრე ერთგვარი ბედისწერის ბორბალიცაა, რომლის საშუალებითაც მაყურებელი მოგზაურობს დროსა და სივრცეში, თუმცა მოქალაქეები ისევ საწყის წერტილზე აბრუნებს მაყურებელს.  ამ ჯადოსნურ წრეში მთავარი ინსტრუმენტი არის ფაქტობრივი სიმართლე, გულწრფელი და ღია საუბარი პრობლემებზე, რომელიც მოქალაქემ, ქალაქმა, ქვეყანამ უნდა გადაჭრას; ფოთის, ჩერნობილის, პომპეის მაგალითებზე ,, მკვდარი ქალაქების“ ცნებაა წინ წამოწეული და მაყურებელში სამოქალაქო აქტივობის მიძინებული გრძნობის გაღვიძებას ცდილობს.  პრობლემის მთავარი ხაზი ინერტული სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, რომელიც ქალაქს, ქვეყანას და საზოგადოებას კვდომისკენ უბიძგებს. წრეში მოქცეული მოქალაქეები ცდილობენ იპოვნონ გამოსავალი და მოძებნონ სოციალური აქტივობა, რომლითაც ისინი ხმას მიაწვდენენ საზოგადოებას; ლაპარაკს, სიმართლის თქმას ყოველთვის აქვს აზრი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობ, რომ ამით ვერაფერს შეცვლი.