,,მომკალ, მომკალ…“

(კომედია ერთ მოქმედებად)

ავტორი: აზიზ ნესინი

რეჟისორი:  რამაზ იოსელიანი

სცენოგრაფია: ანანო დოლიძე

მონაწილეობენ: ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია, ნოდარ ბჟალავა.

ადამიანების სჭირდებათ ყურადღება, სჭირდებათ ურთიერთობა, კომუნიკაცია. თუმცა საზოგადოება გარკვეული ასაკის შემდგომ მარტო ტოვებს ადამიანს საკუთარ თავთან და ეს უდიდეს გაუცხოებას, შინაგან ტკივილს ბადებს.

ტკივილნარევი იუმორით, მწარე სარკაზმით ვხედავთ, თუ როგორი რთულია სიმარტოვე და ყურადღების ნაკლებობა საზოგადოებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიე. ორმოც წელს გადაცილებული ქვრივი ქალბატონები, რომელთაგან ერთს შვილიც ჰყავს, განიცდიან სულიერ და ფიზიკურ ტკივილს. მარტოობისაგან დაღლილები ხშირად ძველ ფოტოებსაც ესაუბრებიან. მათ კი  სურთ, რომ ირგვლივ მყოფები ამჩნევდნენ, ირგვლივ მყოფები მეტ ყურადღებას, სითბოს იძლეოდნენ. სიმარტოვე ათასგვარ ფანტასმაგორიულ ფიქრებს აღძრავს, შესაძლოა ბუნებრივი აირის კონტროლიორი სექსუალური მანიაკიც კი გეგონოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოუთმენლად ელოდო მის გამოჩენას. ელოდო ისე, რომ კომიკურ, სასაცილო სიტუაციაშიც კი აღმოჩნდე. მერე რა, რომ ახალგაზრდა კონკტროლიორის ნაცვლად მოხუცი, ცხოვრებისგან ასევე დაღლილი მამაკაცი შემოაღებს სახლის კარებს და ბუნებრივი აირის აპარატურის შემოწმებას მოგთხოვს. თითქოს ეს ის უკანასკნელი იმედია, რომელსაც დიდი ხანია ელოდი. ელოდი ისე, მზად ხარ ერთადერთი მეზობელი მეტოქედ წარმოიდგინო.