ნინო პაჭკორია

დაიბადა 1980 წლის 26 მაისს ქ. ფოთში.

1995 – 1999 წლებში დაამთავრა ქ. ფოთის ხელოვნების სასწავლებლის თეატრალური განყოფილება.

1999 – 2004 წლებში სწავლობდა ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

2004 წლიდან მუშაობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში.

ფოთის თეატრში შესრულებული როლები:

  1. ლ.ჭელიძის ,,ესმერალდა“ – ესმერალდა.
  2. ლ.თაბუკაშვილი ,,ნატაძრალზე“ – კონკია
  3. ,,კონკია“ – დედინაცვალი
  4. თ.ბაღათურია ,,ამიკო“ – თათია
  5. ნ.დუმბაძე ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ – ბრიგადირი ქსენია
  6. ჯ.მარროტა. ბ. რანდონი ,,ქვრივთა ნუგეშისმცემელი“ – რაფაელა
  7. ზ.სიხარულიძე ,, ნერგი“ – კარგი გოგო
  8. ე.იონესკო ,,მაკბეტი“ – გრძნეული
  9. ზ.ჭანტურია. გ.ქარაია ,,იაპონური ზღაპარი “ – იაპონელი ქალი
  10. პ.ციკოლია ,,კალიგულა“ – ა.კამიუს პერსონაჟები
  11. გერნეტი, გურევიჩი ,, ბატის ჭუკი“ – მანანა
  12. ,,ეპოქა“ – მომღერალი ქალი.
  13. ი.სოლომონაშვილი ,,ქაღალდის ფრინველი“ -პოლიციელი
  14. მეიოო, ენკენიო ,,სხვისი შვილების მამა“ – მარგარიტა
  15. მ.ბულგაკოვი ,,მორფი“ – მარია
  16. დ.გაბუნია ,, Holland Holland” – ეკა
  17. ა.ჩეხოვი ,,ალუბლის ბაღი“ – ანა რანევსკაია
  18. ბ.ჯანიკაშვილი ,,დიქტატურა“ – ჟურნალისტი
  19. ლ.ტოლსტოი „კრეიცერის სონატა“ -ლიზა-ცოლი