ორკესტრი ტიტანიკი

ხრისტო ბოიჩევის პიესის მიხედვით

რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი

სცენოგრაფი: თამარ ოხიკიანი

მუსიკალური გაფორმება: თამაზ იმნაძე

მონაწილეობენ: შოთა სასანია, გიორგი სურმავა, გენა შონია, თამარ ჭუბაბრია, რამინ კილასონია, თემურ გოგინავა, ნიარა ჭიჭინაძე, გიორგი ლიპარტელიანი, ანი ანდღულაძე

ორ მოქმედებიან წარმოდგენაში გადმოცემულია ამბავი ადამიანებზე, რომლებიც სასწაულს ელოდებიან და იგი მათთან მართლაც მივა. პიესა ოთხი უსახლკარო ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც მიტოვებულ სადგურზე მატარებლის ჩამოდგომას ელოდებიან იმ იმედით, რომ თავს დააღწევენ ჩაკეტილ სამყაროს და თავისუფლად ცხოვრებას შეძლებენ.