ცნობილი ქართველი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე რამაზ იოსელიანი დაიბადა 1958 წლის 11 მარტს. ქალაქ თბილისში.
1979 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამისა და კინომსახიობთა ფაკულტეტი. რამაზ იოსელიანი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თითქმის ყველა დიდი თეატრის სცენაზე;
1979 წლიდან დღემდე იგი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია.
1987-1999 წლებში მოღვაწეობდა მეტეხის თეატრში.
1992-1995 წლებში კი იყო შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის მსახიობი.
2000 წლიდან რამაზ იოსელიანი ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.
2000-2006 წლებში კი თავისუფალი თეატრის მსახიობი.
1982 წლიდან 2005 წლის ჩათვლით რამაზ იოსელიანი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის (შემდგომში უნივერსიტეტის) სასცენო მეტყველების კათედრის პედაგოგი.
1996-2000 წწ. რამაზ იოსელიანი მოღვაწეობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტრის უნივერსიტეტში მსახიობის ოსტატობის კათედრის პედაგოგის პოზიციაზე.
1979-1999 წწ. რამაზ იოსელიანი მოღვაწეობდა საზოგადოებრივი მაუწყებელში, იყო გადაცემების ავტორი, რედაქტორი, პროდიუსერი და წამყვანი.
2004-2007 წწ. რამაზ იოსელიანი დაინიშნა გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველის პოზიციაზე.
2005 წელს მისი ხელმძღვანელობით დაფუძნდა საქართველოს რეგიონალური თეატრების ანსამბლეა.
2010-2012 წწ. მისი ხელმძღვანელობით დაფუძნდა საბავშვო თეატრ-სტუდია “მაცაცერა”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. სხვადასხვა წლებში რამაზ იოსელიანი დაჯილდოვებულია პრემიერითა და ჯილდოებით, როგორც წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ( 1988 წელი).
1996 წელს მიენიჭა პრემია, როგორც ნოვატორ მსახიობს სასცენო ხელოვნებაში. 2004 წელს იყო მარჯანიშვილის პრემიის ლაურიატი.
2005 წელს იყო ,,ოქროს ნიღბის“ ლაურიატი.
2011 წელს დასახელდა წლის საუკეთესო რეჟისორად.
რამაზ იოსელიანის თანამშრომლობა ფოთის თეატრთან დაიწყო 2008 წლიდან რეჟისორის ამპლუაში, როცა ფოთის თატრის სცენაზე დადგა სპექტაკლი „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“,შემდგომ იყო კომედია – „სხვისი შვილების მამა“. რამაზ იოსელიანი 2013 წლიდან ფოთის თეატრის მსახიობია.
მონაწილეობდა ირაკლი გოგიას მიერ დადგმულ სპექტაკლში – „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“.
რამაზ იოსელიანმა ითამაშა პოლონელი რეჟისორის დარიუშ ეჟერსკის მიერ დადგმულ სპექტაკლში – „ჩარეცხილები“, რისთვისაც დაჯილდოვდა შჩეჩინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, (პოლონეთი) როგორც საუკეთესო მამაკაცი მსახიობი. ამავე როლით, კრიტიკოსების მიერ მოხვდა საუკეთესო მამაკაც მსახიობთა რეიტინგულ ხუთეულში.
2019 წლის იანვარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით რამაზ იოსელიანი დაინიშნა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე.