სალამურა

ავტორი: არჩილ სულაკაური

რეჟისორი: დავით მღებრიშვილი

სცენოგრაფი: თამარ ოხიკიანი

მონაწილეობენ: თამარ ჭუბაბრია,  შოთა სასანია, სანდრო გუჯაბიძე, ნიარა ჭიჭინაძე,   ნოდარ ბჯალავა,  ნინო გოშაძე; მაია ჩარბოდაშვილი,                        გუჯა ქარაია, გენა შონია, ჩიტო პატარაძე, გიორგი ჯანყარაშვილი, ომგერ როხვაძე, ლილი ბოდაველი, მარტინ ღამბარაშვილი, ფატიმა აბრახამია, მაია კულუა, თემურ გოგინავა.

       ქონდარეთის მეფის უფლისწული ქონდარუხი სიზმარში იხილავს ციცინათელების მზეთუნახავს.  იგი გოგონას სასახლეში მოყვანას ითხოვს. მეფის ბრძანებით  მეორე ვეზირის შიკრიკები ეძებენ გოგონას.

  სალამურა ჭიამაიების მწყემსია. იგი გაიცნობს ბაიას, ციცინათელების მწყემსს, რომელსაც არასოდეს უნახავს მზის ამოსვლა. სალამურა მას ჰპირდება, რომ უჩვენებს მზის ამოსვლას, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ბაიას იტაცებენ ქონდარელები. სალამურა გადაწყვეტს, ბაია მოძებნოს.

          გზად მას უამრავი თავგადასავალი გადახდება, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაათავისუფლებს ბაიას ქონდარელების ტყვეობიდან. ღამით სალამურა ციცინათელებს უშვებს, რომლებიც ბაიას საკანს და თავად ბაიას პოულობენ. ისინი ბრუნდებიან და სალამურას მის ადგილსამყოფელს ამცნობენ. ~ სალამურა საკვამურიდან ციხეში ჩადის და პოულობს ქარბორბალას, რომელსაც ქონდარელების გადმოიბირებს. როდესაც ციხის მცველი რაზა გასაღებებით ჩამოივლის, ქარბორბალა მას იჭერს და ხელიდან არ უშვებს. სალამურა იღებს გასაღებებს და პოულობს ბაიას.    

       ფერადი დეკორაცი და ლამაზად გადაწყვეტილი კოსტუმები მოზარდი მაყურებლისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს  ხდის სპექტაკლს, სადაც ისინი სალამურასთან ერთად მოგზაურობენ ზღაპრულ ქვეყანაში, სადაც დიდი ბრძოლისა და ძალისხმევს შედეგად ათავისუფლებენ  ციცინათელების მწყემს ბაიას.