სამი გოჭი

თოჯინური სპექტაკლი

რეჟისორი: ლევან გაბრიჭიძე
მხატვარი, თოჯინების ოსტატი:  ვახო ქორიძე
მუსიკისა და სიმღერების ტექსტის ავტორი: მარტინ ღამბარაშვილი
მონაწილეობენ; ლილი ბოდაველი, თეიმურაზ გოგინავა, რამინ კილასონია, ნიკა კვარაცხელია, ალიკა ცეკვაშვილი.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო ზღაპრის სასცენო ვერსია.  სამი გოჭის ამბავი მსოფლიოს ყველა პატარამ ზეპირად იცის.  ისინი ლამაზ  სახლებს იშენებენ, თუმცა მოულოდნელად თავს მგელი ესხმით და მათი სახლების სიმყარეს ამოწმებს.  ფოთის თეატრის სცენაზე მგელი გაკეთილშობილდება და თოჯინური სპექტაკლი მოულოდნელი, ორიგინალური ფინალით სრულდება.  ფერადი, მხიარული, მუსიკალური თოჯინური სპექტაკლი ინტერაქციულია და მასში პატარა მაყურებელიც ღებულობს მონაწილეობას. სამსახიობო ჯგუფის და ფერადი თჯინების არაჩვეულებრივი სინთეზი. ლამაზი, ფერადი სცენა და ორიგინალური, მხიარული მუსიკა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ყველა ბავშვისათვის საყვარელ ამბავს სამი გოჭის შესახებ.