ავტორი – მარტინ მაკდონაჰი
დადგმის ხელმძღვანელი – რამაზ იოსელიანი
რეჟისორი – ლაშა გოგნიაშვილი
მუსიკალური გაფორმება – კოტე ჯაიანი, ლაშა გოგნიაშვილი
მხატვარი – ლიზი ჭიჭინაძე
მონაწილეობენ – ნიარა ჭიჭინაძე, მარიკა ბუკია, ბექა ჯუმუტია, შოთა სასანია
ტექნიკური რეჟისორი – ეკა კულუა
კონფლიქტებით სავსე ცხოვრება. დრამა, რომელშიც თითოეული პერსონაჟი საკუთარი ცხოვრებისთვის იბრძვის. ებრძვის შიშს, სიმარტოვეს. ეს 40 წლის მორინ ფოლანის ცხოვრების ისტორიაა, რომელმაც 20 წელი შესწირა საკუთარ დედას. უკან დარჩა პირადი ბედნიერება, უკან დარჩა თავისუფლება, უკან დარჩა უამრავი სურვილი. ეს დედისა და შვილის დაპირისპირებებით სავსე ცხოვრებაა… მოხუცებულს მარტოდ დარჩენის შიში აქვს და დამსახურებულ ყურადღებას მკაცრად ითხოვს, შვილი კი…. სადამდე მიიყვანს ორი ადამიანის ცხოვრებას კონფრონტაციამდე მისული კონფლიქტი… სად გადის ზღვარი მოვალეობასა და პირადი ბედნიერების ქონის სურვილს შორის…