ტკეპნა

ავტორი – დავით ხორბალაძე

რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი

მთავარ როლში – ნიარა ჭიჭინაძე

მხატვარი – ანა გურგენიძე

დამდგმელი ოპერატორი – ივა ფეზუაშვილი

ოპერატორი – ბექა ფეზუაშვილი

კომპოზიტორი – ერეკლე გეწაძე

რეჟისორის ასისტენტი – მაია მებონია

მონაწილეობენ: თამუნა ჭუბაბრია, გიორგი სურმავა, ფატიმა აბრახამია, თამარ აბშილავა, ლილი ბოდაველი, ზურაბ დონდოლაძე, სანდრო გუჯაბიძე, ანი ანდღულაძე, ნინო გოშაძე, გენა შონია, ირაკლი კვერღელიძე, ალიკა ცეკვაშვილი, ნიკა კვარაცხელია, მარტინ ღამბარაშვილი, გიორგი რობაქიძე, ალექსანდრე შონია, დათუნა შონია

 პიესა შეყვარებული ადამიანის დანაწევრებული ცნობიერების ნაკადია, რომელმაც სიყვარულის ობიექტი სამუდამოდ დაკარგა და ახლა ბოლომდე უნდა გამოიგლოვოს, უნდა დაასრულოს ეს გახლეჩვა, თითქოს დიდ ტკივილს, დანაკარგს, თავისივე დასასრულისკენ მიჰყვება, თითქოს საკუთარ თავს საყვარელ კაცთან ერთად ასაფლავებს და ამით თავისუფლდება.
ეს, აზრისგან პრაქტიკულად დაცარიელებული ტექსტი, რომელიც სიბნელეში დაფანტულ სიტყვებს ემსგავსება და ბოლოს საერთოდაც უერთდება მას, სტილიზებულ, კარნავალურობამდე მისულ, მგლოვიარე გარემოში ცოცხლდება და რეჟისორისა და მხატვრის მიერ შექმნილი რეალობის თხრობიდან რაღაც დიდი დასასრულის მეტაფორად გადაიქცევა.