ქვრივთა ნუგეშისმცემელი

ავტორი: მაროტო ჯუზეპე,  ბელზარიო რანდონე

თარგმანი: თამაზ მეტრეველი

რეჟისორი: რამაზ იოსელიანი

მხატვარი: ჯანო დანელია

ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა

მუსიკალური გაფორმება: კახაბერ ხოჭოლავა

მონაწილეობენ: გია სურმავა, მარიკა ბუკია, სანდრო გუჯაბიძე, ჯანო იზორია, რამინ კილასონია, შორენა მამრიკაშვილი, ჩიტო პატარიძე, ნინო პაჭკორია,  მარტინ ღამბარაშვილი, გოგიტა ჭანტურია

კომედიური ხასიათის სპექტაკლში წამოწეულია სიყვარულის, ზნეობის, ცოლ-ქმრული ურთიერთობის სიწმინდისა და ღალატის პრობლემა როგორც სააქაო, ასევე საიქიო ცხოვრებაში.  ედუარდო საქვეყნოდ ცნობილი ,,მაჩოა“, რომელსაც უამრავი ქვრივი სტუმრობს, სწორედ ამიტომ მას ქვრივებისათვის დიდი ,,ნუგეში“ მოაქვს, თუმცა არა უსასყიდლოდ, არამედ საიქიოს მიბარებული ქმრების ტანისამოსისა და ქონების სანაცვლოდ. მისი საქმიანობა საქვეყნოდ ცნობილია და უამრავი ქვრივი სარგებლობს ედუარდოს ,,დახმარებით“, ედუარდოს უყვარს, ედუარდო უყვართ, მაგრამ იგი საკუთარი წესების და საქმიანობის ერთგულია, ამიტომაც არასოდეს არღვევს საქმიანობის საიდუმლოს, თუმცა ამ სიყვარულით დაღლილი ძლიერი მამაკაცი ხშირად ემალება უამრავ მომხმარებელს.   თუმცა სიყვარული მიაღწევს ედუარდომდეც და იგი  სწორედ მაშინ აღმოჩნდება საფრთხეში, როდესაც ერთ-ერთ ქვრივზე იქორწინებს, ხოლო საქმიანობის გაფართოებისათვის ფაბრიციოს დაასაქმებს.