ყვითელი დღეები

ავტორი: დანიელა ჯანჯიჩი

რეჟისორი: დავით მღებრიშვილი

სცენოგრაფი: თამარ ოხიკიანი

ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა

მონაწილეობენ: თამარ ჭუბაბრია, ჯანო იზორია, გიორგი სურმავა

ომის ფონზე განვითარებული სიყვარულის გლობალური ისტორია, ამიტომაც პერსონაჟებს არც ეროვნება აქვთ და არც სახელები. მათ ერთმანეთისაგან მხოლოდ რელიგია განასხვავებთ. სპექტაკლში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ომი ადამიანური ტრაგედიის შემოქმედია და მას არასოდეს მოაქვს მშვიდობა და ბედნიერება.  სპექტაკლში ქალმა არჩევანი უნდა გააკეთოს ძმასა და ქმარს შორის. პერსონაჟები დილემის წინაშე დგებიან. მათ ერთმანეთს ომი აშორებთ. ომი უფრო ამძაფრებს ადამიანურ ტრაგედიას;  ქმარი კლავს მეუღლეს, ხოლო ცოლისძმა სიძეს გამოასალმებს სიცოცხლეს. ომი ყველა ადამიანური უბედურების საწინდარია…