სლავომირ მროჟეკის პიესის “ემიგრანტების” მიხედვით
თარგმანი: ზაზა ჭანტურიასი
რეჟისორი: დარიუშ ეჟერსკი
სცენოგრაფია: თამარ ოხიკიანი
მონაწილეობენ: რამაზ იოსელიანი, გიორგი სურმავა
სლოვმირ მროჟეკის პიესა – ,,ემიგრანტები“ 40 წლის წინ დაიწერა და უამრავჯერ დაიდგა სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე. ფოთის თეატრში პრემიერა 2015 წლის 12 ივლისს შედგება. პიესაზე მომუშავე შემოქმედებითმა ჯგუფმა, პოლონელმა რეჟისორმა და მსახიობებმა მაყურებლის წინაშე მნიშვნელოვანი კითხვა დასვეს; რისგან და რისკენ გარბის ადამიანი? რის გამო შეიძლება იგი გახდეს ემიგრანტი? იქნებ საკუთარი არასრულფასოვნების, განუხორციელებელი შესაძლებლობების და აუხდენელი ოცნებების გამო? იქნებ ამის შედეგად ისინი არიან უკვე არა ,,ემიგრანტები“, არამედ ,,ჩარეცხილები“ (მუშაობის დროს სწორედ ეს სათაური შევურჩიეთ სპექტაკლს)
რეჟისორის საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს სივრცე, რომელიც კიდევ უფრო მძაფრად წარმოუდგენს მაყურებელს იმ გარემოს, რომელშიც ხდება მოქმედება. ქართველი მსახიობები დრამატურგის მიერ შექმნილ პერსონაჟებს კიდევ უფრო დიდ დრამატიზმს და საოცარ უშუალობას სძენენ. რამაზ იოსელიანი საოცარი ოსტატობით და ზუსტად გარდასახავს მროჟეკის დაღლილ პერსონაჟს. მას პარტნიორობას უწევს გია სურმავა – ნიჭიერი მსახიობი, რომელმაც არაერთი სახასიათო როლი შექმნა ფოთის სცენაზე და თავი შეაყვარა ქართველ მაყურებელს. პიესა ძალიან საინტერესო იყო თანამედროვე მაყურებლისათვის, რადგან მის სპექტაკლში ერთმანეთს ენაცვლება ადამიანებს შორის და საკუთარ თავთან გამართული ჭიდილი, თუ ორთაბრძოლა.