ჩექმებიანი კატა

შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით

ინსცენირების ავტორი – ლაშა გოგნიაშვილი

რეჟისორი – ლაშა გოგნიაშვილი

მუსიკალური გაფორმება – ლაშა გოგნიაშვილი

მხატვარი – სერგო ხაზალია, მერაბ კვანტალიანი

ქორეოგრაფი – ირინა კუპრავა

ტექნიკური რეჟისორი –  მაია მებონია

მონაწილეობენ; ირაკლი კვერღელიძე, ნიკუშა ზაქარიაშვილი, ანი ანდღულაძე, რამინ კილასონია, გუჯა ქარაია, თემო გოგინავა, მარტინ ღამბარაშვილი, ნინო გოშაძე

სპექტაკლის შესახებ

ზღაპრულ სამყაროში ყველაფერი ხდება. მთავარია წარმოსახვითი ფანტაზია, რომელსაც ფერადი სპექტაკლი სთავაზობს პატარა მაყურებელს. მოხერხებული პერსონაჟები ძალიან იზიდავს უმცროსი ასაკის მაყურებელს. განსაკუთრებით დაუჯერებელია ამბავი მოლაპარაკე კატის შესახებ, რომელიც ადამიანებზე ჭკვიანი და საზრიანიც კი არის. ძმები გრიმების საყვარელი ზღაპრის სიუჟეტი სწორედ ერთი ჭკვიანი, მოხერხებული, მოლაპარაკე ჩექმებიანი კატის ირგვლივ ვითარდება, რომელიც მთელს სამეფოში გაითქვამს სახელს. მერე რა, თუ კი უმცროს ძმას მხოლოდ კატა შეხვდა სასამართლოს გადაწყვეტილებით. სწორედ ეს მჩხავანა, მაგრამ მოხერხებული და მარდი კატა გაუთქვამს სახელს ჟანს, რომელიც კატის დახმარებით დაამარცხებს ბოროტ ძალას და პრინცესას გულსაც მოიგებს. სპექტაკლში ერთმანეთს ენაცვლება საოცარი მუსიკა, ცეკვა და სასაცილო მიზანსცენები, რის გამოც კარგად მიიღო სპექტაკლი პატარა მაყურებელმა.