ავტორი: აქვსენტი ცაგარელი
რეჟისორი: დავით მღებრიშვილი
სცენოგრაფი: თამარ ოხიკიანი
ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა
სპექტაკლში გამოყენებულია: გია ყანჩელის და ვახტანგ კახიძის მუსიკა
სიმღერების ტექსტი მოამზადა: ზაზა ჭანტურიამ
გამოყენებულია: ივანე გოლიაძის ფოტოები
(სიმღერები ჩაწერილია სტუდია “ანა-ბანაში“)
მონაწილეობენ: მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია, რამინ კილასონია, ჩიტო პატარაძე, სანდრო გუჯაბიძე, ნოდარ ბჟალავა, მაია ჩარბოდაშვილი, ფატიმა აბრახამია, გენო შონია, მარტინ ღამბარაშვილი
კომედია ორ მოქმედებად.
აქვსენტი ცაგარელის უკვდავი პიესა ფოთის თეატრის სცენაზე ახლებურად გაცოცხლდა. ტრადიციული ქართული კომედია კვლავაც ინარჩუნებს ინტერესს და აქტუალობას მაყურებლისათვის. რეჟისორმა დავით მღებრიშვილმა და სცენოგრაფმა თამარ ოხიკიანმა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი გარემო სცენაზე ლამაზი და ფერადი დეკორაციით აღადგინეს; ფართო დარაბები და ლამაზი ორნამენტებით მორთული კარები ცაგარელის ეპოქისთვის დამახასიათებელ მიკრო კლიმატს ქმნის. ქართულ სცენაზე არაერთხელ გათამაშებულმა და დადგმულმა სპექტაკლმა ,,ხანუმამ“ ფოთელი მაყურებლის მხრიდანაც დიდი მოწონება დაიმსახურა. გია ყანჩელის და ვახტანგ კახიძის უკვდავმა მელოდიებმა და მსახიობების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა სპექტკლას მეტი ხიბლი შესძინა.