ხრამუნა

ორიგინალური ტექსტის ავტორი – იასმინა რეზა

ადაპტირებული ტექსტის ავტორი – პაატა ციკოლია

რეჟისორი – პაატა ციკოლია

სცენოგრაფი – ქეთი ნადიბაიძე

მონაწილეობენ: გიორგი სურმავა, მარიკა ბუკია, ნანა პაჭკორია, ჯანო იზორია

ნესტან დარჯანია და მისი მეუღლე, თამაზ იოსავა ეს წუთია ესტუმრენ ელენე სალაყაიას და მის მეუღლეს,ვახტანგ დოლიას. მათ ეს-ესაა გაიცნეს ერთმანეთი. შეხვედრის მიზეზი პოლიციაში წარსადგენ განცხადებაში შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:

      “4 დღის წინ, 3 აპრილს, ჩვიდმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე, გრიგოლეთის საბავშვო მოედანზე, სიტყვიერი შეკამეთების შემდეგ, ბუტა იოსავამ, 13 წლის, ჯოხით შეიარაღებულმა, აღნიშნული ჯოხი ჩაარტყა სახეში დაჩი დოლიას. ამ ქმედებას, გარდა ზედა ტუჩის შეშუპებისა, შედეგად მოჰყვა ორი წინა საკბეჩი კბილის გატეხვა და მათგან წინა მარჯვენა საკბეჩი კბილის ნერვის დაზიანება.”

წყვილებს ერთმანეთის მიმართ სერიოზული, გულითადი და შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვთ.