რეჟისორი: რამაზ იოსელიანი
ავტორი: რაფიელ ერისთავი
მხატვარი: სერგო ხაზალია, მერაბ კვანტალიანი
კომპოზიტორი: კახა ცაბაძე
ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა
მონაწილეობენ: ლილი ბოდაველი, ზურაბ დონდოლაძე, რამაზ იოსელიანი, ნინო გოშაძე, გენა შონია, ირაკლი კვერღელიძე, თამუნა ჭუბაბრია, შოთა სასანია
სერგოს და მაშიკოს ძალიან უყვართ ერთმანეთი და დაქორწინება სურთ, მაგრამ სერგოს ვალის გამო მაშიკოს დედა, ქალბატონი ელისაბედი, ახალგაზრდებს არ აძლევს ქორწინების უფლებას. ბატონი ოსეფი, სერგოს მამა, არ ისტუმრებს სერგოს ვალს. ის ძალიან ძუნწია. მას სურს კიდეც, რომ ეს ვალი მაშიკოს დედამ გადაიხადოს. საბრალო სეგოს კი წლები არ ეყოფა მის გასასტუმრებლად. მაშიკოს ძმა, აპოლონი, რომელსაც ძალიან უყვარს ხუმრობა, ატყუებს ოსეფას, რომ მაშიკო მოკვდა. ელისაბედს კი ეუბნება, რომ სერგო გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბატონი ოსეფა და ბატონი ელისაბედი შავებში დადიან და ერთმანეთს უთანაგრძნობენ. სერგოს ტკივილის შესამსუბუქებლად, ოსეფა თავის შვილს ვალის გადასახდელად ფულს აძლევს. მალე აპოლონის ტყუილს ფარდა ეხდება და მაშიკო და სერგო ქორწინდებიან.