უილიამ შექსპირი
რეჟისორი: დავით მღებრიშვილი
სცენოგრაფი: თამარ ოხიკიანი
მუსიკალური გაფორმება: დავით მღებრიშვილი
მონაწილეობენ: გიორგი სურმავა, ომგერ როხვაძე, ნიარა ჭიჭინაძე, რამინ კილასონია, ნოდარ ბჟალავა, თამარ ჭუბაბრია, გენა შნია, ელგუკა ქარაია, მარტინ ღამბარაშვილი, მარიკა ბუკია, სანდრო გუჯაბიძე, გიორგი ჯანყარაშვილი, ნინო გოშაძე
დანიის პრინცის ტრაგედიას რეჟისორი დავით მღებრიშვილი განსხვავებული ინტერპრეტაციით გვთავაზობს. დანიის პრინცის ტრაგედია თამაშდება ტრაპეციის სამი კედელის წინ. სცენას უსასრულობის და მარადიულობის შეგრძნებამდე მიყავს მაყურებელი, რითაც რეჟისორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ,,ჰამლეტის“ მარადიულ პრობლემას. რიგ სცენებში, რეჟისორის გადაწყვეტილებით, სცენოგრაფი კეტავს სივრცეს, რაც ქმნის იმის იმიტაციას, რომ არა მხოლოდ დანია არის საპყრობილე, არამედ მთელი სამყარო.